aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

IRI: გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზე კახა კალაძეა 49%-ით, ხოლო მესამეზე – დავით უსუფაშვილი – 47%-ით.

შემდეგი ადგილები ასე განაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 41%; ალესანდრე ელისაშვილი – 39%; გიორგი გახარია – 39%; შალვა ნათელაშვილი – 39%; გიორგი ვაშაძე – 34%; ნიკა მელია – 34%; ირაკლი ღარიბაშვილი – 33%; ბიძინა ივანიშივლი – 32%; ნინო ბურჯანაძე – 31%; გიგი უგულავა – 31%; მამუკა ხაზარაძე – 29%; ირმა ინაშვილი – 29%; არჩილ თალაკვაძე – 25%; სალომე ზურაბიშვილი – 23%; კახა შარტავა – 19%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14%; ლევან იოსელიანი – 3%.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

იტვირთბა....