თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ცოტა ხნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, კარვები უკვე აღებულია.
სპეცრაზმის წევრები აქციის მონაწილეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან და ჩიტაძის ქუჩიდან უკვე გაიყვანეს.