ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკოსს, რომელსაც სჯერა ივანიშვილის, გინესების წიგნში შევა, როგორც ყველზე მეამიტი” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარის ფადი ასლის ღია წერილში სათაურით, “ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი…”. აღნიშნული, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც კიდევ სჯერა ივანიშვილის გამოსვლების თუ მისი რიტორიკის, შეყვანილ უნდა იქნას გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პლანეტის ყველაზე გულუბრყვილო და მიამიტი პოლიტიკოსი

წერილში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ტყუილზე იყო დამყარებული. ფადი ასლის თქმით, ივანიშვილი ქართველებს და მათ შორის თავისი გუნდის წევრებს ატყუებდა.

„ყველაზე საინტერესო მაშინ მოხდა, როდესაც მისდამი ლოიალურად განწყობილმა პარლამენტარებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ოფიციალური“ ინსტრუქციის მიხედვით, დატოვეს პარტია კანონის ჩავარდნის შემდეგ, ხოლო ე.წ. „ამბოხებულები“ კვლავ პარტიის წევრებად რჩებიან.ივანიშვილის მთელი პოლიტიკა ტყუილზე და სიცრუეზეა აგებული. მან ქვეყანა იქ მიიყვანა, სადაც იგი 15 წლის წინ იყო, მოარყია ყველა მისი ინსტიტუცია. ის არის დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე ერთადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში.

ფაქტიურად, მან ქვეყანა აქცია ერთ მეგა-კომპანიად, რომელიც სრულად ეკუთვნის მას და რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც და გენერალური მენეჯერიც ის თავად არის“,-აცხადებს ფადი ასლი.

ამასთან, ფადი ასლი ინვესტიციება და ანკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრობს. მისი შეფასებით, დღესდღეობით, საინვესტიციო ინტერესის თვალსაზრისით, საქართველომ სრულად დაკარგა მიმზიდველობა. მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ციფრები 2019 წელს მრავლისმეტყველია და მიაღწია 2006 წლის მინიმალურ ზღვარზე ქვედა ნიშნულს.

„სელექტიურად უცხოელი ინვესტორების უარყოფის პოლიტიკამ ივანიშვილს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ერთადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში. ამ პოზიციას იგი პირველი დღიდან იყენებდა, რათა ექსპონენციალურად გაეზარდა მისი კერძო ბიზნესი, სახელმძღვანელო წიგნებში მოყვანილი ინტერესთა კონფლიქტების, ნეპოტიზმის, ჩრდილოვანი გარიგებების, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის გამოყენებით.

ივანიშვილის მითითებებით, გენერალურმა პროკურატურამ, შემოსავლების სამსახურმა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩაატარეს TBC Bank -ის აუდიტი და „აღმოაჩინეს“ ერთი 11-წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქცია, რომელსაც ყალბად და განზრახულად დაერქვა „ფულის გათეთრება“. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო თბს/ანკლიას დამფუძნებლების დისკრედიტირება და შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი ეთქვათ პორტის განვითარების დაფინანსებაზე.

იმავე დროს, ივანიშვილი მითითებებს აძლევდა მათავრობას, ხმამაღლა და მკვეთრად გამოეხატა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ანაკლიის პორტისათვის მხარდაჭერა, რომ ეს იყო სავარაუდოდ საუკეთესო პროექტი ქვეყნისათვის და რომ მთავრობა ძალას არ დაიშურებს მის განსახორციელებლად“,-აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება დასავლეთის ორიენტაციას და ნატო-ს, ფადი ასლის განცხადებით, კულისებში ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეწყო და განევითარებინა კრემლის მეგობრული განწყობა ქვეყანაში, აძლიერებდა რა პრორუსულ ულტრა-მემარჯვენე ძალებს, მართლმადიდებელ ექსტრემისტებს და ანტი-ლგბტ ჯგუფებს, ხოლო თვალებს ხუჭავდა მოსკოვის მცოცავ ოკუპაციაზე, რათა დაემშვიდებია რუსები და ხელი შეეწყო საქართველოს ტურიზმი რუსეთში, მიეღო მაღალი თანამდებობის პირები რუსეთიდან. მოკლედ, ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ საზოგადოებრივი აზრი გადახაროს პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე” – ნათქვამია ფადი ასლის ღია წერილში.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადეს, უცვლელად გტავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....