საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი სოფიო ქაცარავა საპარლამენტო მანდატს ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – წერს ქაცარავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო თანამდებობა და მმართველი უმრავლესობა დატოვა.