“მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, დავრჩე და გავაგრძელო მოღვაწეობა იმ უმრავლესობაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა კახა ოქრიაშვილს აღმოაჩნდა”
გიგა ბუკია – ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.
საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.