ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ პარტიას, უმრავლესობას არ უნდა თავისივე გადაწყვეტილება შეასრულოს, მას არ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში” – ცქიტიშვილი

დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

“თუ პარტიას, უმრავლესობას არ უნდა თავისივე გადაწყვეტილება შეასრულოს, მას არ აქვს უფლება იყოს ხელისუფლებაში, ამიტომაც მე ვტოვებ ხელისუფლებას” – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ველოდები, რომ უკმაყოფილო ბევრი იქნება. ფრაქცია შეიქმნება თუ არა, ეს იქნება მომავლის საქმე. ალბათ, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, ჩვენ ამ პოზიციას ვიცავდით რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან პრინციპულად და არა თუ ჩვენს, პარტიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ პოზიციას ვიცავდით“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

იტვირთბა....