თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ თავისი ავტომობილით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. აღნიშნული ფაქტი ტელეკომპანია “ფორმულამ” გადაიღო.
აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან დილიდან იყვნენ შეკრებილები. ისინი მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.
კახა კალაძის შეურაცხმყოფელი ჟესტი
❗ კახა კალაძის შეურაცხმყოფელი ჟესტითბილისის მერი აქციის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებს
Gepostet von Formula News • ფორმულა am Donnerstag, 14. November 2019