ახალი ამბები მედია მთავარი

ვიწვევთ ტრენინგზე დამწყებ და აქტიურ ჟურნალისტებს “მედია უსაფრთხოების საკითხებზე”

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად“ აცხადებს განაცხადების მიღებას მედია-უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობისათვის.

ტრენინგი განკუთვნილია თბილისში მომუშავე მედიასაშუალებების დამწყები და აქტიური ჟურნალისტებისთვის. ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან მეთოდებს მათი პირადი უსაფრთხოების და მოპოვებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფაზე, ასევე ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებაზე და განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს.

ტრენინგი მიმდინარე წლის წლის 28, 29 და 30 ნოემბერს სასტუმრო “ვეძისში” ჩატარდება.

ტრენინგს ჩაატარებენ უცხოელი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დატრენინგებული ქართველი გამოცდილი ჟურნალისტები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 11:00 სთდან 17:00 სთ.-მდე.

ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის მონაწილეები დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით და კოფე-ბრეიკით.

ტრენინგგავლილი ჟურნალისტები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” 2000 წლიდან არის `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” წევრი ორგანიზაცია. (www.ifj.org)

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს სხვა მედია-ტრენინგებიც, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eugene@iagj.org.ge და შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მედიაუსაფრთხოების ტრენინგი.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 ნოემბერი.

 

იტვირთბა....