ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ემზარ კვიციანის ძმისშვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის მკვლელობაზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. კვიციანი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი გუშინ თბილისის ზღვაზე იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ბოლოს ის ბექა კვიციანთან ერთად დააფიქსირეს, თუმცა, ამ დრომდე კვიციანი მიმალვაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....