ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, დადიანის გამზირზე, ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი – ქალი და კაცი. დაშავებულია სამი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან სააქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....