„თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს იქნება პროვოკაცია, იქნება დიდი არეულობისა და ქაოსის საფუძველი ამ ქვეყანაში. ამით შესაძლებელია ძალიან რადიკალურმა ჯგუფებმა ისარგებლონ და ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა შექმნან. მაჟორიტარები, რომლებიც აჯანყებულები არიან ამ სისტემის წინააღმდეგ, უპასუხისმგებლობები არიან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა რისკი დაინახეს, რომ შესაძლებელია, ისინი ვერ აღმოჩნდნენ 2020 წლის სიაში, საკუთარი თავიდან გამომდინარე აჯანყდნენ. შეიძლება სპექტაკლი დადგეს, ეჩვენებინათ რომ განსხვავებული აზრი გვაქვს და დემოკრატიული პრინციპებია. არანაირი დემოკრატია არ არსებობს, პარტიის შიგნით ჩვეულებრივი დიქტატურაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, ის გაკეთდება“.