პარტია „სამართლიანობისთვის“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი შეფასებით, ფილმი ძალიან სევდიანია, შთამბეჭდავი ფინალითა და პორნოგრაფიული ელემენტების გარეშე.
„ძალიან, ძალიან სევდიანი ფილმია, მეგობრებო. ცრემლიც მომერია არაერთხელ. მთავარი როლის შემსრულებელი ბრწყინვალედ თამაშობს. სხვებიც კარგები არიან. ოპერატორი – ყოჩაღ! მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი. ფილმის შვედეთთან კავშირი ABBA -ს ცნობილი სიმღერით „If you change your mind, I’m first in line“ რა ამბები ატეხეს? სად ნახეს აქ პორნოფრაფია? მე ვიტყოდი, რომ ეროტიკაც კი არაა. ერთი თუ ორი მოკლე სცენაა ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე. ამას აპროტესტებენ თუ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების საერთოდ არსებობას? რა სისულელეა !!!! სხვა ტელეარხებზე გაცილებით უფრო თამამი კადრები ჩნდება ყოველდღიურად და რა, ამისთვის რატომ არ კეტავენ ქუჩებს? აღარაფერს ვიტყვი ინტერნეტზე და იქ ჩამჯდარ ნახევარ საქართველოზე….
ფილმის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი გმირი მთელი გრძნობით, საკუთარი სულის ყივილს გადმოსცემს საგამოცდო, შესარჩევ ცეკვაში. ამ შესრულებაზე მისი მომავალი საცეკვაო კარიერაა დამოკიდებული და მას შეუძლია ეს ცეკვა უზადოდ, ყველა ორთოდოქსალური წესის დაცვით შეასრულოს, მაგრამ არა!!! იგი ცეკვავს ისე, როგორც მას მოსწონს, როგორც გრძნობს და მიაჩნია საჭიროდ ზუსტად იმ მომენტში, მენტორებზე და ციციკორეებზე გამარჯვებისთვის! მისთვის ეს ცეკვა გახდა საშუალება ეჩვენებინა, რომ მას ისევე აქვს საჯუთარი ცხოვრებით ცხოვრების უგლება, როგორც ყველა სხვას. ფილმის ავტორების, ჩემი აზრით
მთავარი სათქმელი, ვფიქრობ ცოტა ზედმეტად პირდაპირ იკითხება; ფილმის გმირს, მერაბს, რომელიც გეია, საკუთარი ძმა ეუბნება, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ ქვეყანაში არაა შენი ადგილი, აქედან უნდა წახვიდეო და ისიც, თვალცრემლიანი, თავს უქნევს და ეთანხმება….
კი მაგრამ, სად უნდა წავიდნენ? რატომ უნდა წავიდნენ?
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავდებიან? ეს მოკლე დიალოგი ამ ფილმის ცოტა ხელოვნური კლიშეა, მაგრამ, შესაძლებელია საჭიროც კი, თუ ავტორებმა ასე საჭიროდ ჩათვალეს.. მე კი ვიცი, კიდევ ერთხელ დამაფიქრეს და ამაცრემლეს … რა ქვეყანას ვაშენებთ, როგორს, ვისთვის, რისთვის…. რატომ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მართლა წუთია წუთისოფელი“. – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.