ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყვარელში, პოლიცია არასრულწლოვან გოგონას ეძებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას პოლიცია ეძებს.

არასრულწლოვანი გოგონა ბოლოს თანაკლასელებმა სკოლაში ნახეს. მათი თქმით, გოგონამ მე-5 გაკვეთილიდან საკუთარი ნივთები აიღო და წავიდა. 15 წლის გოგონა ამის შემდეგ ნაცნობებმა თბილისის მიკროავტობუსში შენიშნეს, ბოლოს კი ის ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....