“მხარს ვუჭერ, ასეთია ჩვენი გუნდის და ჩვენი ლიდერის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც რისკებს მეც ვხედავ, ვუჭერ მხარს ამ პროექტს. ბატონი ბიძინა არის თავის პოზიციაზე, რაც მან განაცხადა ტელევიზიით პირველად, როდესაც გამოვიდა. ეს რაც მოვიპოვეთ, ეს კანონი, არის ბატონი ბიძინას დამსახურება და ის თავის აზრს უჭერს მხარს”
ენძელა მაჭავარიანი – უმრავლესობის წევრი
ტვ პირველთან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.