ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ლევან აკინი და ლევან გელბახიანი ვიდეომიმართვას ავრცელებენ

ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი და მსახიობი ლევან გელბახიანი ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

“გამარჯობა საქართველო, მე ვარ ლევან აკინი, ეს არის ლევან გელბახიანი. მე ვარ “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის რეჟისორი. მოგმართავთ ფილმის მხარდამჭერებს და მაყურებელს – ინტერნეტში ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც მოპოვებულია პირატულად.

აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და დაწყებულია გამოძიება. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის პირატული ვერსიის გავრცელებას; და ამ ბმულის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ წაშალოთ და დაარეპორტოთ იგი. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული არამედ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს, ფილმის საფესტივალო კამპანიას, და მათ შორის შანსს ამცირებს ოსკარის (ნომინაციაში წარმატების)

გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის პირატულ გავრცელებას… ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ აკინი და გელბახიანი ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....