“საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის საკონსულოში დამინახა, რომელ ქვეყანას მივმართე, რის საფუძველზე საუბრობს? ეს სრული აბსურდია, ნამდვილად არ ვაპირებ ჩვენი ქვეყნის დატოვებას და არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და არც სხვა დროს მიფიქრია ქვეყნის დატოვება არასდროს”
თამთა თოდაძე – საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი
ტაბულა
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში დაადანაშაულა. პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად სცნო. რაც შეეხება ჯიშკარიანს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ამ თემაზე კომენტარი ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სოლიალურ ქსელში გააკეთა.