ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი არ აქვს” – ჭიჭინაძე

„სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი ნამდვილად არ აქვს”, – აცხადებს “სახალხო ტრიბუნის” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.

“ივანიშვილი კი, საქმის კურსშია, რომ მაღალი თანამდებობის პირები ამ ქვეყანას ძარცვავენ და საარჩევნოდ მოუწია კიდეც ამის აღიარება. თუმცა გავიდა პერიოდი, პრემიერიც გადააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ კორუფციასთან მიმართებაში არცერთი გახმაურებული სკანდალური საქმე არ გამოძიებულა და მით უმეტეს არავინ დასჯილა. არის მხოლოდ საუბრები, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობა და ზოგ შემთხვევებში გამგეობების, ან საკრებულოების დონეზე რიგითი ადამიანების დაკავება. არადა მართლა სირცხვილია, როდესაც ასეულობით მილიონი ლარის დატაცება ხდება, საქმეები კი, 500 ან 1000 ლარიან საქმეებზეა აღძრული. ამიტომ მგონია, რომ ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ეჭვი არსებობს, რომ სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობდა ყალბი დღგ-ეების მიტაცებაში. მართალია ეს ადამიანები ჯერ დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ელოდებიან, რომ მათ რაღაცნაირად „ვინმე“ უშველის… თან პრემიერმაც პირობა დადო, რომ გამოძიება აქტიურად იმუშავებს და ყველა ის პირი გამოვლინდება, ვინც ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ამ სქემებში მონაწილეობდა. მით უმეტეს, რომ არც საზოგადოებაა ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს, რომ ასეულობით მილიონი დღგ-ს მიტაცება მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის გარეშე იყოს შესაძლებელი ისევე როგორც გახმაურებული საქმეები მილიონობით ლარის გარიგებებზე”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცალაძემ “პრაიმ ტაიმთან” განაცხადა, რომ “არსად წასვლას არ ვაპირებ, გასაქცევები სხვები არიან”.

 

იტვირთბა....