“როგორც მე ვფიქრობ ჩემი მთავარი დანიშნულება — ლექსების წერა, პოეზია და მისი კითხვა.
ის ორ-ნახევარი წელიწადი, რომელიც მე ასე ვაქტიურობ; იმიტომ, რომ მანამდე საერთოდ ხმა არ ამომიღია და მერე მეგობრებმა მთხოვეს შეხედე რა ხდება და დაგვიდექიო; იყო ჩემთვის უდიდესი ზარალი. ეს მტაცებს მე პოეზიას”
ლევან ვასაძე – ბიზნესმენი
შეგახსენებთ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.