ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქუთათელი ეპისკოპოსის, მოღალატე რუსეთუმე იოანეს საყურადღებოდ ვიხსენებ ამ ამბავს” – ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს, მეუფე იოანე გამრეკელს მიმართავს.

“დღევანდელი ქუთათელი ეპისკოპოსის, მოღალატე, რუსეთუმე ნაძირალა იოანეს საყურადღებოდ ვიხსენებ ამ ამბავს. მიაწვდინეთ, ვისაც შეგიძლიათ!

ფაქტები, როგორ ექცეოდნენ რუსები ჭეშმარიტად ქართული სულის მღვდელმთავრებს!

ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს… მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა, და ისე უწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა…

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს, გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ანანურის ტაძრის ეზოში”, – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....