ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესახებ მომზადებული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზეა დაგეგმილი

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის მირ მომზადებული ცვლილებების ინიცირება მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზეა დაგეგმილი.

როგორც ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, მინიმალური ხელფასი საშუალოს 45% უნდა იყოს რაც ამ დროის მონაცემებით, დარიცხული 500, ხელზე ასაღებად კი 400 ლარია.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ყოველი წლის პირველ ოქტომბერს უნდა დაადგინოს მინიმალური ხელფასი, როგორც საათობრივი, ისე დღიური სახით.

კანონპროექტში შემავალი ცვლილებებით, აკრძალული იქნება შესაძლებლობა ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულებით ურთიერთობის მონაწილე მხარეები უფრო დაბალ ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ, ვიდრე მინიმალური ხელფასი იქნება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარიდან 4000 ლარამდე.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 000 ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 000 ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – განაცხადა ნაცვლიშვილი.

იტვირთბა....