aviabiletebi
მთავარი ციტატა

ვასაძე მხარდამჭერებს მიმართავს – “კომბლები შეაწყვეთ სხვენში”

“მინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს სახალხო საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, რადგან როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ… აი ახლა, კომბლები სხვენში… ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ვასაძე – ბიზნესმენი

შეგახსენებთ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს

იტვირთბა....