ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ დასავლეთის მოაზროვნეები და პოლიტიკოსები ხშირად ეკითხებიან, როგორ უნდა დაიწყონ ქართველებთან ურთიერთობა. ის მათ “სიმბოლურ რჩევას” აძლევს, რომ საქართველოს სვეტიცხოვლიდან დაკარგული ჭაღი დაუბრუნონ.
ვასაძე ყვება, რომ რუსეთის ერთ-ერთმა იმპერატორმა ოდესღაც ქართველებს აჩუქა ჭაღი, რომელიც სვეტიცხოველში ეკიდა. მისი თქმით, ეს ჭაღი კომუნისტებმა ჩამოხსნეს და შემდგომში ამერიკის საელჩოში გადაიტანეს. მისივე მტკიცებით, ჭაღი საელჩოდან მოიპარეს.
ვასაძე სთავაზობს “დასავლურ იმპერიას”, რომ “უძველეს ქართველ ერთან” ჯანსაღი ურთიერთობების დასაწყებად მონახონ ეს ჭაღი ამერიკაში და დააბრუნონ საქართველოში.
განცხადებვა ვასაძემ ვერის ბაღში გააკეთა, სადაც მის მხარდამჭერებთან ერთად, დღესეც აპროტესტებს “და ჩვენ ვიცკვებთ” ფილმის ჩვენებას კინოთეატრებში.
შეგახსენებთ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.