ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.

“როგორც ირკვევა გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენტით. მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“,-განაცხადა ექიმმა თამუნა ჭიხორიამ.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

იტვირთბა....