„არ მწამს ისეთი არასამთავრობოების ობიექტურობა, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ არის წახალისებული რაიმე რადიკალური ქმედება. მაშინ დაგვისაბუთონ ან ინფორმაცია წარმოადგინონ, საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე, პირდაპირ ვიტყოდი. ჩემი და ჩვენი შეხედულება არის, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. არაფერი ისეთი არ უთქვამს ლევან ვასაძეს, ან ნებისმიერ სხვას მის გარშემო, რომელიც უცხოა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ თუკი ამას ძალადობა, ქვის სროლა და ადამიანის დაშავება მოჰყვება, ეს არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხი გაეცემა ყველას“.
გიორგი ვოლსკი, უმრავლესობის წევრი