„მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, მათ შეძლეს კინოთეატრებთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, იყო სათანადო ზომები მიღებული პრევენციის თვალსაზრისით. ასევე იყო იმ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება. ვთქვით გარკვევით, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და სახელმწიფომ ეს გააკეთა“.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა