“ბიძინა ივანიშვილი არის ლევან აკინის ხელის ბიჭი.
ლევან აკინი ხომ არ არის მარტო. ეს არის შვედეთის სახელმწიფოს მთავრობა, დიდი მასონები, დიდი ორგანიზაცია, მისი ფულის მაკონტროლებელი ელგებეტე მაფია”
გურამ ფალავანდიშვილი – “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი
ფალავანდიშვილი დღესაც გეგმავს ფილმის ჩვენების ჩაშლას.
ამ წუთებში ვასაძის და “მარშის” მხარდამჭერები ვერის ბაღში არიან შეკრებილები.
შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.
“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს