ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ალბათ ყველას გამოუშვებენ, რაღაცები აუფეთქებიათ” – ფალავანდიშვილი აქციისას დაკავებულებზე

გუშინ, კინოთეატრ “ამირანთან” გამართული ძალადობრივი აქციის დროს პოლიციელების მიერ დაკავებულებს შორის  ალექსანდრე ფალავანდიშვილიც იყო, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციის სამმართველოსთან მას აქციის სხვა ორგანიზატორები და მონაწილეები ელოდებოდნენ. მათი თქმით, დაიწყება თანხის შეგროვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ადმინისტრაციული სასჯელი უნდა დაეკისროს.

“ივანიშვილი გახარია, გომელაურის ტყვეები არიან. 29 კაცი ზის როგორც ვიცი, ალბათ არაფერი არ მოხდება და ყველას გამოუშვებენ, თუმცა იქ რაღაცები აუფეთქებიათ, მე არ ვიცი და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღძრან გამორიცხული არაა. როცა არეულობაა ეგეთი რაღაცები მოხდება, შეიძლება პროვოკატორიც იყო,”- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი ზნეობა” დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

იტვირთბა....