ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე არ მახსოვს” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ  “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს“,-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეულ ჯგუფებს საპროტესტო აქციები აქვს

იტვირთბა....