ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თელავში მომხდარი აფეთქების შედეგად. არსებული ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე მსუბუქ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.

შემთხვევა რადენიმე წუთის წინ ალაზნის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სახანძრო სამსახური წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის, გაზის ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მძიმე შედეგი მოჰყვა.

 

იტვირთბა....