ჩეჩნეთის ლიდერი და პუტინის რუპორად ცნობილი რამზან კადიროვი ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი „პოსტებისა“ და კომენტარების ავტორები დაპატიმრებით, საუკეთესო შემთხვევაში კი სიკვდილით უნდა ისჯებოდნენ.
ეს მოსაზრება კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე დააფიქსირა:
„ისინი, ვინც ადამიანებს შორის თანხმობას არღვევს, ჭორაობს, შუღლს თესავს, – თუ მათ მოუკვლელად, დაუწველად, დაუშინებლად დავტოვებთ, არაფერი გამოვა“ – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.