მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

განათლების მინისტრად შესაძლოა მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხილებოდეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ამ ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი ამბობს, რომ სამინისტროს შესაძლოა, კულტურის მიმართულება გამოეყოს და მინისტრად ბადრი მაისურაძის კანდიდატურაზე იყოს საუბარი.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შეიძლება, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

„სავარაუდოდ, კულტურის მინისტრი ბადრი მაისურაძე იქნება. მისი კანდიდატურა განიხილება. მოადგილედ მაგიტომ დანიშნეს, რომ თუ სამინისტროს კულტურა გამოეყოფა, ეს ადამიანი დაინიშნება. ბადრი მაისურაძე ძალიან დადებითი ადამიანია, ოპერაში სიტუაცია ძალიან არეულ-დარეული იყო, დაალაგა და ყველას სიმპათია დაიმსახურა. საოპერო ცხოვრება გამოაცოცხლა. შესაძლებლობები აქვს, მსოფლიო დონის ბანი იყო და მთელი მსოფლიო პატივს სცემდა. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. მის კანდიდატურას მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის მინისტრის პოსტს ტოვებს.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის 2012 წლის შემდეგ განათლების სამინისტროს მეხუთე ხელმძღვანელი იყო.

მაია მიმინოშვილი 2018 წლის 10 სექტემბერს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....