მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმიანება.
მისი განცხადებით ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას უკავშირდება.
“მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.