მთავარი ციტატა

“მიხეილ ბატიაშვილი მთავრობისთვის დამოკლეს მახვილივით იყო”

“დიდი ხანია მზადდებოდა ეს გადადგომა. იყო ეს ჩვენთვის ცნობილი. სხვა მხრივ, უბრალოდ ლოგიკა არ არის, როცა რამდენიმე თვის წინ მინისტრმა თითქოს გრძელვადიანი გეგმა წარადგინა განვითარების, როგორ შეიძლება რომ ის უცებ საკუთარი ნებით თანადემბობიდან წავიდეს. მას თანამდებობაზე ვერ დატოვებდნენ და ის დღევანდელი მთავრობისთვისაც კი, დამოკლეს მახვილივით იყო. ის დიდი დანაშაული, რომელიც მას მიუძღვის და ეს ყველასთვის ცნობილია, ასე ვერ დარჩებოდა. სიმბოლურია, რომ ზუსტად ერთი წელი გავიდა მის მიერ იმ ბრძანების ხელმოწერიდან, რითაც მე-6 სკოლაში მან გამოაგზავნა პრაქტიკულად ზონდერები”

ბაჩანა შენგელია – ია კერზაიას შვილი

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის მინისტრის პოსტს ტოვებს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვალებამდე კერზაია ზეწოლაზე საუბრობდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩართვას სთხოვდნენ.

 

იტვირთბა....