ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოქალაქე დააკავეს

ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამავე სოფელში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.

„ჩემი შვილი ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ეს ბაღი სოფლის განაპირასაა და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვერბა. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩემი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალშია გადაყვანილი“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ბუთხუზის დაკავების დეტალები უცნობია.

„მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ 28 წლის მამაკაცი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. თვითმხილველი არ არის და შესაბამისად, დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. უკვე საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და იმედი გვაქვს, რომ დაკავებულის გათავისუფლება მალე მოხდება“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ტარიელ ვათიაშვილმა.

დე ფაქტო რეჟიმმა ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც დააკავა. მაშინ ბუთხუზს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა.

 

იტვირთბა....