aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ირაკლი პეტრიაშვილი – შრომის ახალი კოდექსი ჩრდილოვან ეკონომიკას კი არ გაზრდის, დასაქმებას გამოიყვანს ჩრდილიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის კოდექსში შემავალი ცვლილებები ჩრდილოვან ეკონომიკას კი არ გაზრდის, დასაქმებას გამოიყვანს ჩრდილიდან.

მისი თქმით, დასაქმების 58%-ი ისედაც ჩრდილშია გადასული.

„მე მომხრე ვარ იმის, რომ სწორედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესთან დიალოგის გზით, შევჯერდეთ და შევიტანოთ კოდექსში გარკვეული ცვლილებები. აბსოლუტური აბსურდია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის. პირიქით, ჩრდილიდან გამოჰყავს გარკვეულწილად დასაქმება. მეტი სადღა უნდა გაზარდოს? დასაქმების 58%-ი ისედაც ჩრდილშია გადასული. ინიციატივა მინიმალური ხელფასიდან დაწყებული სხვა ინიციატივებით დასრულებული, ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირებას მოახდენს, რათა ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. რეალურად, ეს ინიციატივები გათეთრებას უწყობს ხელს. აბსოლუტური დეგენერატიზმია, როცა საუბრობენ „ტროცკისტობაზე“ და „ბოლშევიზმზე“. ეს ხალხი და ეს პოლიტიკური ჯგუფები დეკლარირებულად ევროპასთან დაახლოებაზე არიან ორიენტირებული, მათ მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ევროპული სოციალური ქარტიით რაც არის გათვალისწინებული, იმის ნახევარია აღებული ამ ცვლილებებში. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ამაზე გაგვცენ პასუხი – არ გვინდა ევროპა? თუ ევროპა ქიშმიშიანი „ბულკია”? ქიშმიში ამოვიღოთ და „ბულკი” გადავაგდოთ, როგორ არის ჩვენი საქმე? ფაქტია, ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით, არამარტო სიდუხჭირის გამო, არამედ უუფლებობის გამო გარბიან ამ ქვეყნიდან,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

იტვირთბა....