ბრიტანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ სიგარეტის მოწევა იწვევს შიზოფრენიას და დეპრესიას. მეცნიერებმა ამის შესახებ დასკვნა Psychological Medicine -ში გამოაქვეყნეს.
სპეციალისტებმა, სამეცნიერო ექსპერიმენტი ნახევარ მილიონ ადამიანზე ჩაატარეს. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შიზოფრენია და დეპრესია ემართებოდათ ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებსაც სიგარეტის მოხმარების დიდი სტაჟი ჰქონდათ.
მეცნიერთა დასკვნის მიხედვით, სიგარეტი ნეგატიურად მოქმედებს ტვინის ნეირომედიატორ სეროტონინსა და დოფამინზე, რომლებიც უშუალოდ უწყობენ ხელს შიზოფრენიისა და დეპრესიის განვითარებას.