“მე იმ დროს ვიყავი 21 წლის ჭაბუკი. სემინარიაში ჩემ სულიერ ძმებთან ერთად ჩავაბარე და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა ის, რომ სემინარია-აკადემიის რექტორი, ეპისკოპოსი, რომელიც მანამდე მცხეთის სემინარიის რექტორი იყო და სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო, სვეტიცხოვლის ეზოში მდებარე რეზიდენციაში ეწეოდა გარყვნილ ქმედებებს თავის სტუდენტბთან, მორჩილებთან და სტიქაროსნებთან. ამ ამბის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაუწყეთ, არის პატრიარქის ძმისშვილი – მღვდელი იყო მაშინ მამა დავითი, ლექტორი იყო, ახლა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრია. აი, მას ვაუწყეთ ჩვენ ეს საშინელი მოვლენა და მან ასეთი რამ გვითხრა ჩვენ – თქვენც ახლა ახალი ამბავი გვითხარითო. ზოსიმეს შესახებ ეს ამბავი იცოდა არამარტო მეუფე დიმიტრიმ, არამედ სხვა იერარქებმაც”
მამა გიორგი სხილაძე
“მთავარი აქცენტები” – “მთავარი არხი”
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.