ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურქები არ არიან სასწაულმოქმედები, საქართველოში მკურნალობის ყველანაირი საშუალება არსებობს” – ონკოლოგი (ინტერვიუ)

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მიმართვიანობის გაზრდა, გარემო პირობები, თურქეთში სამკურნალოდ წასული ქართველები – ამ და სხვა თემებზე „მეტრონომი“ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ ხელმძღვანელს, ქირურგ-ონკოლოგს ვლადიმერ კუჭავას ესაუბრა.

მედიაში ხშირად მიდის საუბარი, რომ საქართველოდან თურქეთში წასული ონკოლოგიუირი პაციენტების რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

თურქეთშიც მიდიან და მომართვიანობაც გაიზარდა. თურქეთში წამსვლელთა რაოდენობის ზრდის მატება არასწორი მგონია. საქმე იმაშია, საქართველოში ყოველთვისაა ტენდენცია, რომ მოსახლეობა სხვაგან გარბოდა. კომუნისტების პერიოდში ეს გეზი იყო მოსკოვისკენ, მერე მოსკოვი დაიკეტა და ქართველებმა დაიწყეს თურქეთში სირბილი. ეს აბსოლუტუტრად გაუმარტლებელია. საქართველოში შესაძლებელია სრული ონკოლოგიური სერვისის მიღება, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. აბსოლუტურად ანალოგიურის, ანალოგიური ეფექტის მიღებით, როგორც თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისლანდიაში და ა.შ. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თურქეთში გაქცევის მოდა უსაფუძვლოა და საიდან მოდის ეს ყველაფერი, არ მესმის. ქუჩაში შეხვდებით უცნაურ ბანერებს, სადაც შეხვდებით ხალხის თავებს, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობას გთავაზობენ. უარესს გეტყვით, ვაჟა ფშაველას გამზირზე იყო ვიღაც ექიმის უზარმაზარი ბანერი, რომელიც თურქეთში მკურნალობას სთავაზობდა ხალხს – მიყავდა ადამიანები თურქეთში და ახდევინებდა უკანასკნელ სარჩო-საბადებელს. ამას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, გააჩნია სუბიექტური საფუძველი, რომელიცაა ვიღაცის მატერიალური დაინტერესება. გიმეორებთ, ონკოლოგიური ავადმყოფის მკურნალობის ყყველანაირი საშუალება არსებობს საქართველოში.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გაცილებით იაფად შეიძენთ, ვიდრე საქართველოში…

მედიკამენტების ფასს რაც შეეხება, მას შესაბამისი უწყებები და სააფთიაქო ქსელები განსაზღვრავენ. მეც გამიგია, რომ ზოგი წამალი საქართველოში უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში.

რაც შეეხება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს. გაიზარდა თუ არა მათი მომართვიანობა და რით არის ეს გამოწვეული?

მსოფლიოში სიმსივნის მომართვიანობის კატასტროფული მატება გამოიწვია მთელი მსოფლიოს ეკოლოგიურმა გადაწყობამ. ის, რაც ადამიანებისთვის დღეს მისაღებია, იმ გარემოში აღარ ცხოვრობს. გარემო ეკოლოგიურად გადაეწყო გაცილებით უფრო ტოქსიკურ დონეზე. ადამიანი ვერ აყვა ამას. მარტივი გასაგები რომ იყოს, დღეს რომ აქ მეთექვსმეტე საუკუნის ადამიანი ჩამოვიყვანოთ, დაახლოებით ნახევარ საათში დაიღუპება. ის შეითვისებს ისეთ ინფექციებს, რომლებიც ჩვენთვის უკვე ასატანია. თუმცა, ეკოლოგიური დაბინურების ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანის ადაპტაციის ტემპი ამ დაბინძურებასთან მიმართებაში. საერთოდ, კალცეროგენის უმეტესობას იწვევეს გარეშე ფაქტორი. კალცეროგენი კი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს კიბოს. შინაგანი ფაქტორი კალცეროგენისა, გაცილებით ნაკლებია. ეს კალცეროგენი როდესაც ამოიფრქვევა გარემოში, ამას შეითვისებს ადამიანი და მასთან ადაპტაცია ჯერ არ შეუძლია ორგანიზმს. მეორე ფაქტორია მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ახლა მოსახლეობა არის 7  და 2 მილიარდი. 7 მილიარდში ავადობა უფრო მაღალია. საქართველო იშვიათი გამონაკლისია და აქ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. უბედურება ისაა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა თბილისში ჩამოვიდა და თბილისი მაქსიმალურად დაბინძურდა. ტრანსპორტის უმეტესობა ვადიდან გასულია, რომელიც რემეონტსაც არ ექვემდებარება. რას ვაკეთებთ ქალაქში? ვჩეხავთ ხეებსა და ვაშენებთ კორპუსებს. ამ სიტუაციაში ადამიანი როგორ უნდა გადარჩეს მართალი გითხრათ არ ვიცი. მომართვიანობამ იმიტომ მოიმატა, რომ ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ.

ყველაზე ხშირად რომელი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი მოგმართავენ? გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ხშირი პროსტატის კიბოა…

მე უროლოგი არ ვარ, გულ-მკერდის ქირურგი ვარ, ჩემთან უშუალოდ არ მოდის ეს ავადმყოფი, მაგრამ პროსტატის სიმსივნეების რაოდენობა მთელ მსოფლიოში კატასტროფულად იმატებს და მათ შორის არის საქართველო. თუმცა, ავადობის მხრივ, მამაკაცებში, საქართველოში ჯერ კიდევ ფილტვის კიბოა. ალბათ, ასეც იქნება დიდი ხანი. უბრალოდ, პროსტატის კიბომ გაასწრო ისეთ სიმსივნეებს, როგორიცაა კუჭის კიბო და ა.შ.

და ბოლოს, რას ურჩევდით მკითხველს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს სიმსივნის რისკი?

მკითხველს ვურჩევ ერთ რამეს, დღევანდელი ცხოვრება ადამიანს აძლევს მცირე შანს, რომ აიცილოს კიბო. თბილისის გარემო ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ კიბო აიცილოს. გაცვეთილეი ფრაზა უნდა ვიხმარო, მაგრამ უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე რაც არაა მისაღები – თამბაქო, დიდი რაოდენობით კონსერვირებული პროდუქტები, სტრესული გარემო, ხშირად გავიდეთ ქალაქგარეთ. თბილისი უნდა განიტვირთოს და მოსახლეობა დაბრუნდეს თავის ადგილს, ამისთვის ის გარემო არ უნდა იყოს უსკოლობის, უსავადმყოფობისა და შიმშილობის გარემო. რატომ წამოვიდა ხალხი ქალაქ თბილისში თუ ის კარგად არის სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში – არ არის განვითარება. თუმცა, ეს ადამიანის ძალას აღემატება. მოსახლეობას ვურჩევ, რომ ნუ დაემალება ავადმყოფობას და მივიდეს ექიმთან, რათა რაც შეიძლება მალე იქნას დაავადება აღმოჩენილი. ნუ ელოდებით ვიღაც თურქ სასწაულმოქმედს. თურქები არ არიან სასწაულმოქმედები. ეს არიან სელჩუკების წინაპრები, რომლებიც გამოჩნდნენ ირანის ტერიტორიაზე 9 საუკუნის უკან. ჩვენ ვართ აბორიგენი ერი, რომელიც აქ არსებობს 25 საუკუნე. თურქებზე არანაკლები განათლება აქვს არც ერთ ქართველს. ის, რომ ელოდება, რომ თურქეთში წავა და სასწაულმოქმედი მუსტაფა გადაარჩენს და ამის გამო საქართველოში ეიმთან არ მივიდე, რომელსაც არანაკლკები განათლება აქვს, ეს შეცდომაა. ბევრი რამ ხელგვეწიფება, მაგრამ ხელოვნურად არ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ესეა საქართველოს ბედუკუღმართება.

იტვირთბა....