ბიზნესმენი გია უდესიანი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ვრცელ განცხადებას ავრცელებს.
„“გაჩხრიკეს” 2018 წლის 7 ნოემბერს: საპრეზიდენო არჩევნების პირველი წაგებული ტურის მერე, სიმწრის ოფლი რომ ასხამდათ ცრემლიან სახეებზე:))
• რატომღაც საქართველოდან მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ლიეტუველები ეძებდნენ ნაღდ ფულს და იარაღს.(ორივეს ბევრს, ძაალიან ბევრს). მათდა სამწუხაროდ, ვერც ერთი იპოვეს და ვერც მეორე.
• რატომღაც საქმეს რომელსაც ფინანსური პოლიცია უნდა იძიებდეს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის განყოფილება იძიებს.
(საქმე აღძრულია უძრავი ქონების ყიდვისას (2015 წელს) , ფულის წარმომავლობაზე) 3 წლის შემდეგ!!! 3 წლის განმავლობაში არანაირი კონტაქტი ფინანსური პოლიციიდან, არანაირი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა – ერთიც კი(იმიტომ რომ არ დაუსვამთ).
• რატომღაც ამ ჩხრეკის დროს, 40-50-მდე კბილებამდე შეიარაღებული, სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა სახლში, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
• რატომღაც ეს ჩხრეკა 13 საათი მიმდინარეობდა, 13 საათი ერთ ოთახში გამოკეტილი 3 და 2 წლის ბავშვები!!!
• რატომღაც ეს სპეცოპერაცია დაემთხვა (სხვათაშორის ქართული ოცნების წაგებული) სამარცხვინო პრეზიდენტის, სამარცხვინო არჩევნების შორის პერიოდს.
• რატომღაც 2018 წლის 5-10 სექტემბერს ბატონი გახარია იმყოფებოდა ლიეტუვაში და შეხვდა ლიეტუვის შსს მინისტრს(მანქანებს ათვალიერებდნენ ეზოში რომ კითხოთ)
• რატომღაც ჩემი დაჭერის ორდერი, მისი ვიზიტიდან რამოდენიმე დღეში გაიცა.
• რატომღაც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი სამართალდამცავები.
• რატომღაც ჩემი დაჭერის მეორე დღეს, იმავე საქართველოს სამართალდამცავების ღვინის ბოთლებით ვიზიტი(იმავე განყოფილებაში რომელმაც მე დამიჭირა).
• რატომღაც მაშინ როცა ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა გირაოს თაობაზე. მამაჩემს, ტელეფონის ნომერზე რომელიც ოჯახის წევრებმაც კი არ ვიცით, მისდის მესიჯი, რომ “ამჯერად გაგვიმართლა შემდეგი ბიძაჩემი და სიძეა”(სიძე ანუ ჩემთვის ბიძა Zaza Gugava )
• რატომღაც ყველანაირი საბუთის და დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რომელიც ასაბუთებდა ფულის წარმომავლობას, რამოდენიმე თვეა საქართველოს პროკურატურა არ უდასტურებს ლიეტუველებს დოკუმენტების ავთენტურობას.(ამ დოკუმენტების დადასტურების შემდეგ, საქმე დაიხურება)
• რატომღაც 1 თვის წინ ლიეტუველი სამართალდამცავებისგან წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ინტერპოლიდან გამოიგზავნა, ეწერა რომ გიორგის(მამაჩემს) ბრალად ედებოდა ადამიანის გატაცება. ( რომელიც დღევანდელ დღემდე არ ჰქონია წაყენებული) ჩვენ თარჯიმნის შეცდომა გვეგონა და შევცდით. სიტყვა სიტყვით ასე ეწერა. და როდესაც ჩვენ ლიეტუველებს ვანახეთ საბუთი რომ გიორგის ესეთი ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული, მათში ძალიან დიდი დისკომფორტი და უკმაყოფილება გამოიწვია.
• რატომღაც 3 დღეში 7 ნოემბერს გადის 1 წელი და იწურება სანქცია ქონების დაყადაღების და საქმე უახლოვდება დასასრულს.
• და რატომღაც ვიღაც ჩლუნგს დღეს გაახსენდა 10 წლის წინ, ვითომ 9 ნოემბერს მომხდარი(რომელსაც ხანდაზმულობა 5 დღეში გასდიოდა) სადღაც სოფელში მიწის გამოძალვის ფაქტი. და რაოდენ გასაკვირი დამთხვევაც არ უნდა იყოს, კაცის გატაცების მუხლი წაუყენეს გიორგის და კიდევ რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს ზემოთ ხსენებულ ბიძას(ერთი წლის წინ რო დაგვემუქრნენ მისი დაჭერით) .
ამ საქმეში ძალიან ბევრი რატომღაც და დამთხვევა არის, უამრავი. მაგრამ სიმართლე არასოდეს დაიკარგება. თქვენ შეიძლება ხელთ გაქვთ ძალაუფლება(სკამებს ჩაბღაუჭებული), მაგრამ არ დაგავიწყდეთ მეფე სოლომონის ბეჭედზე წარწერა “ესეც ჩაივლის”. ესეც ჩაივლის და თქვენი სკამებიც ჩაივლის, თქვენს სკამებს სიმართლის მოყვარული ხალხი დაიკავებს, თქვენდა სამწუხაროდ და თქვენსავე ჩადენილ უამრავ უსამართლობას ფარდას ახდის.
კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ, სულ რომ წლებით ციხეში გამომაყუდოთ, არავის შეგარჩენთ ჩემი სამი ულამაზესი შვილის შეშინებულ თვალებს. ღამენათენებ დასიზმრებულ კოშმარებს, დანგრეულ ფსიქიკას, პოლიციის დანახვაზე ისტერიკას და მათი თვალებიდან გადმოვარდნილ ერთ წვეთ, ერთ წვეთ ცრემლს!!!!!!! სათითაოდ ჩაგხედავთ თვალებში, იმაზე მეტად შეშინებულ თვალებში ვიდრე ჩემს 2-3 წლის შვილებს ქონდათ, თქვენი სკამების და ინტერესების გამო ავტომატების ქვეშ რო მოაქციეთ!!!!!
პ.ს ისე თქვენივე დებილი თავყ… ინფორმატორებისთვის, გიორგი უდესიანზე(მამაჩემზე) ლიეტუვაში საქმე არ არის აღძრული, ის დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. ლიეტუვაში ჩემზე აღიძრა საქმე , მეც გიორგი მქვია თქვენდა სამწუხაროდ. Giorgi Udesiani ჩვენ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ თავაწეულები. როდის იყო მგლებს აშინებდნენ ძაღლებით“, – წერს უდესიანი.