“მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი არიან უმაღლესი სასულიერო იერარქები, რომლებიც ერთდროულად იბრძოდნენ პატრიარქობისთვის. მათ მოიფიქრეს ასეთი სქემა – საერთო მტრები ჩამოეშორებინათ და პატრიარქის ტახტისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ… მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილს აქვს ერთი დიდი ნაკლი- ნასამართლევია. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ნაკლი ის არის, რომ პატრიარქის ძმისშვილია…რაც შეეხება მეუფე პეტრეს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ის ახალგაზრდობაში სენაკის ვაგზალზე ჯიბის ქურდი იყო, პატრიარქობისკენ მიმავალ გზაზე რამე განსაკუთრებული ბარიერი არ ეღობებოდა”
ირაკლი მამალაძე – ჟურნალისტი, ე.წ. ციანიდის საქმის “ოქროს მოწმე”