საბერძნეთში ქალაქ სანტის ახლოს ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა.
დაკავებული პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი ვინაობა უცნობია. ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
მიგრანტების დიდი ნაწილი ავღანეთიდანაა, ისინი სატვირთო მაცივარში იპოვეს. მაცივარი ჩართული არ იყო, თუმცა მიგრანტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში აპირებდნენ მათ გადაყვანას.