ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” – პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

“როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” – ასე უპასუხა სამების საკათედრო ტაძარში მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ სინოდი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს, რათა ის გათავისუფლდეს.

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. გავრცელებულ ინფორმაციას კი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ფეინიუსს” უწოდებს.

იტვირთბა....