aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის ციხის 10 პატიმარი საჯარო სამსახურში დასაქმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების დიგიტალიზაციის (გაციფრების) პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი.

მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვიდი მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო, რადგან პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს.

 

იტვირთბა....