ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს” – მეუფე ანტონი

პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი გამოეხმაურა

„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. ​ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო. რა თქმა უნდა, მჭირდება მტკიცებულებები.​ ​საერთოდ, ასეთი კითხვები, განკვეთა და ასეთი, ამოიღეთ. ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეჯერდება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მსჯელობა იყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზეც.

„ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან​. ჩვენ წერილი არ გვინახავს. წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.

​რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს, მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ საკითხზე იმსჯელებენ.

„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – დასძინა მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია

იტვირთბა....