“წყარომ, ორი ინფორმაცია მომაწოდა: პირველი იყო ის, რომ პატრიარქი მცხეთაში წაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან პრესასთან შეხვედრა ითხოვა და ეს ინფორმაცია დადასტურდა მედიასაშუალებების მიერ და მეორე ინფორმაცია არის შოკისმომგვრელი ჩემთვისასც, რომ ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდება, საეკლესიო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
კილაძემ ეს განცხადება “მთავარ არხზე” გადაცემა “სხვა ნანუკაში” გააკეთა
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.