ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ, “ლიდერბეთის” გათამაშებაში “პორშე” მოიგო. მერმა თავად უთხრა “ლიდერბეთის” გათამაშების წამყვანებს, რომ 48 ბილეთი ჰქონდა. საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურების გამო, ამროლაურის მერმა თქვა, რომ “პორშეს” გაყიდის და გაჭირვებულებს დაეხმარება.
მხეიძემ “მთავარ არხს” დაუსასტურა, რომ მართლაც მოიგო აღნიშნულ გათამაშებაში ძვირადღირებული მანქანა.
“თამაშისთვის არც დრო და არც საშულება მაქვს, ბევრი საქმიდან გამომდინარე. ერთ საღამოს დასასვენებლად მივედი სახლში, ზოგადად მიყვარს ფეხბურთი და ერთი-ორი ბილეთი დავწერე. რატომღაც ისე ააგორეს, რომ თითქოს აზარტულ თამაშებს ვთამაშობ. მოხდა ისე, რომ გამიმართლა და მოვიგე. მქონდა 48 ბილეთი – ეს არც ცოტაა და არც ბევრი, მაგრამ ეს ექაუნთი გააკეთეს ჩემმა დისშვილებმა ორი წლის წინ და თვითონაც დებდნენ ხოლმე და მეც დავდე რამდენჯერმე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აზარტული თამაშებით არ ვარ დაკავებული. იმასაც გეტვით, რომ ამბროლაურში ძალინ ბევრი რამაა გაკეთებული. მანქანას გავყიდი. ბანკიდან მაქვს კრედიტი აღებული და პირველ რიგში მაგას გავისტუმრებ, ამბროლაურში ვერ ვივლი პორშეთი ამის ფუფუნება არ მაქვს. ეკონომიურად ძლიერიც არ ვარ. შემდეგ ახლობლებს მეგობრებს და გაჭირვებულებს დავეხმარები” – განაცხადა ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთ გათამაშებაში ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ, “პორშეს” მარკის ავტომობილი მოიგო.