პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა პენჯაბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მატარებელი ყარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა.
რკინიგზის მინისტრის, შეიხ რაშიდ აჰმედის განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 30-ია.
”უმეტესობა დაიღუპა მატარებლიდან გადახტომით”, – აცხადებს მინისტრი.