ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. როგორც მეუფ გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასწრებოდა სხდომას, არაერთ საკითხს დააყენებდა.
„დღევანდელი ღონისძიების გამო, შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე.ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა დასწრება, აუცილებლად დავაყენებდი საკითხებს, რომლებიც არის წმინდა სინოდზე დასაყენებელი და არა – საჯარო. ეს არის საკითხები, რომლებიც იქ უნდა დავსვათ, სადაც შესაძლებელია არსებული პრობლემების გადაწყვეტა. სხვა შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად ამ თემებზე საუბარი. ზოგადად, თქვენ თვითონ ხედავთ, სირთულეები არსებობს და ალბათ, ეს გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქედან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე – მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთვად ცხადია, მისი შედეგები და გავლენები უკვე აღიბეჭდება არამარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ მოსახლეობაზე მათი კონფესიის მიუხედავად. ხვალინდელ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთში, სადაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლს განმავლობაში სინოდი პირველად იკრიბება.