ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთის მოქალაქეს საზღვარზე ოქროს ზოდები მობილური ტელეფონით გადაჰქონდა

ზოდი

რუსეთში, საზღვართან ჩინელი დააკავეს, რომელსაც ოქროს პატარა ზოდები გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას TACC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ჩინეთის მოქალაქემ ოქროს მცირე ზოდები, მობილურ ტელეფონში, აკუმულატორის ნაცვლად განათავსა და ისე აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. თუმცა ადგილობრივმა მებაჟეებმა დეტალური შემოწმების შემდეგ ძვირფასი ლითონის აღმოჩენა შეძლეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ოქროს თითო ზოდი 260 გრამს იწონიდა და ასეთი ზოდი რამდენიმე იდო მობილურ ტელეფონში.

 

იტვირთბა....