დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ,თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენატარი გააკეთა.
მისი თქმით, დაშავებულს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.
“დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულ-მკერდი, მისი მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. დამწვრობას თან ახლავს ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებამ გამოიწვია. იგი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, მიმდინარეობს ანტიშოკური მკურნალობა”, — აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია.